ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Payme 4 მლნ-იან მოგებაზეა
მარიამ მინაძე
19 ნოემბერი, 2021, 18:59
Payme 4 მლნ-იან მოგებაზეა

თბილისი (GBC) – TBC-ის უზბეკურმა გადახდის სისტემამ Payme-მ 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 3.8 მლნ ლარიანი წმინდა მოგება მიიღო, რაც 39%-ითაა გაზრდილი (y.y).

ამავე დროს, კომპანიამ საანგარიშო პერიოდში 6.7 მლნ ლარის შემოსაალი მიიღო (+54.6%/y.y).

იმავე პერიოდში, ტრანზაქციების რაოდენობამ 27 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 47.6%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციების მოცულობა კი 1.2 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც ასევე წლიურად 58.8%-ით გაიზარდა.

ბანკის CEO-ს, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, Payme-მ განაგრძო ძლიერი ზრდა და რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ 4 მლნ-ს მიაღწია, ხოლო აქტიური მომხმარებლების რაოდენობა კი 0.9 მლნ-ია.

Payme-ს მომსახურებები მოიცავს QR გადახდებს, ციფრულ საფულეს, მერჩანტის შენაძენს,  სესხის დაფარვას, P2P ტრანსფერებს და სხვა.

2021 წლის 9 თვეში ჯგუფის წმინდა საკომისიოდან და მოსაკრებლიდან მიღებულმა შემოსავალმა 176.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 35.5%-ით მეტია. აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად იყო მხარდაჭერილი სწორედ Payme-ს ტრანზაქციებით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები