| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
საქართველოს ბანკის გენერალური
დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სუბორდინირებული ობლიგაციები
გამოუშვა $75 მლნ-ის მოცულობით, რაზეც სოლიდური მოთხოვნა ევროპელი, ბრიტანელი და ამერიკელი ინვესტორების მხრიდან
იყო.
ეს
კი ბუცხრიკიძის თქმით, ხაზს უსვამს ინვესტორების ძლიერ აპეტიტს TBC-ის საკრედიტო ისტორიისადმი.
პირველი
დონის, AT1 კაპიტალის გამოშვება საშუალებას მისცემს ბანკს შეინარჩუნოს ეფექტური კაპიტალის
სტრუქტურა და ძლიერი კაპიტალის ბაზა, რათა დააფინანსოს საშუალოვადიანი ზრდის შესაძლებლობები.
ამავე
დროს ბუცხრიკიძის თქმით, ობლიგაციების გამოშვება საშუალებას მისცემს მათ შეინარჩუნონ
მყარი ზრდა და გონივრული და ოპტიმალური კაპიტალის სტრუქტურა მარეგულირებელ მოთხოვნებთან
მიმართებაში.
30
სექტემბრის მდგომარეობით, CET 1 CAR-ის მარეგულირებლის მოთხოვნა 11.3% იყო, როცა TBC-ს
მაჩვენებელი 13.4% იყო, Tier 1-ის მოთხოვნა 13.5% იყო, ფაქტობრივად კი 15.4%, ხოლო
ჯამური კაპიტალის მოთხოვნა 17.9% იყო, TBC-მ კი პერიოდი 19.3%-იანი მაჩვენებლით ჩახურა.
კაპიტალის
შესავსებად გამოშვებული ობლიგაციები მუდმივია, კონკრეტული დაფარვის ვადა არ აქვს, კუპონის
განაკვეთი კი 8.9%-ია. თავდაპირველად ბანკი $100 მლნ-ის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა
საბოლოოდ მხოლოდ $75 მლნ გამოუშვა.
30
სექტემბრის მდგომარეობით, TBC-ის სუბორდინირებული სესხების მოცულობა 636.1 მლნ ლარი იყო (-6.8%/y.y).
შეგახსენებთ, სექტემბერში TBC-მ 1.5 ლარის ოდენობით, შუალედური დივიდენდი გადაიხადა, ჯამურად 81.8 მლნ ლარის ოდენობით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss