ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აგრო სოლუშენსი გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
19 ნოემბერი, 2021, 16:37
აგრო სოლუშენსი გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

თბილისი (GBC)  -  „აგრო სოლუშენსი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა   (GIZ) და REC Caucasus-ის მხარდაჭერით  გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ პროექტს - “ესაუბრე ბუნებას - Talk to Nature ” ახორციელებს.

„ესაუბრე ბუნებას“ ინოვაციურ იდეათა კონკურსის, „გრინოვეიშენის“ გამარჯვებულია, რომელიც GIZ-ის პროგრამის „ეკოსერვის“  (ECOserve) – ის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის გახსნითი ღონისძიება   შაბათს, 20 ნოემბერს, 13:00 საათზე, მზიურის პარკში გაიმართება.

მოდი, დაასკანერე და იფიქრე! - ამ დევიზით, მზიურის პარკში არსებულ ხეებზე QR კოდები  განთავსდება. QR კოდების მეშვეობით მოქალაქეები გაეცნობიან ინფორმაციას  გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ: კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენა, ნარჩენების გადამუშავების საკითხები, როგორ გამოვიყენოთ ალტერნატიული ენერგორესურსები და მივაღწიოთ ენერგოეფექტურობას.

 

QR კოდებში არსებული ინფორმაციები თემატურია და მოიცავს:

o        ჰაერის დაბინძურებას საქართველოში

o        წყლის დაბინძურება და წყლის რესურსები საქართველოში

o        წითელი ნუსხის სახეობები

o        მწვანე საფარი თბილისში

o        დაცული ტერიტორიები

o        ენერგოეფექტურობა

o        ალტერნატიული ენერგო რესურსები

 QR კოდები ეტაპობრივად გამოჩნდება თბილისის სხვადასხვა სკვერებსა და პარკებში, რათა საზოგადოების მაქსიმალურად ფართო წრემ შეძლოს გაიგოს ქვეყანაში არსებული მძიმე გარემოსდაცვით პრობლემების შესახებ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები