ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა ტექსპრინტს უმასპინძლა
19 ნოემბერი, 2021, 13:08
სებ-მა  ტექსპრინტს უმასპინძლა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. სებ-ის ინიციატივით, 5-15 ნოემბერს, მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი შესაძლებლობები  ტექსპრინტზე გამოცადეს.  

 

"ტექსპრინტის მიზანი იყო მაღალი სიზუსტის გამოსახულების ტექსტად გარდაქმნის (OCR) მოდელის შექმნა“ რომლის შედეგადაც განსხვავებული ფორმატის (შრიფტი, ხარისხი, სხვა ენასთან შერეული) ქართულენოვანი ოფიციალური დოკუმენტების მაღალი სიზუსტით  წაკითხვა და მოცემული ჩანაწერის ციფრულ ფორმაში გარდაქმნა გახდებოდა შესაძლებელი. ტექსპრინტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადობის მოწმობიდან საიდენტიფიკაციო მონაცემების ამოღებას.

  

გამარჯვებულების გამოვლენისას უპირატესობა მიენიჭა პრობლემის გადაწყვეტისათვის შერჩეული მიდგომის ადეკვატურობას და პროგნოზირების სიზუსტეს.  ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით, საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდმა, რომლის წევრებიც სოსო სუხიტაშვილი და ორხან შამილოვი არიან. 

  

ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციას სხვადასხვა თემატური პროექტებსა და კონკურსების სახით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები