ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯეოფაიფმა გამსხვილების სანაცვლოდ, ჯარიმის სახით მოგების 0.5% გადაიხადა
გიგა თვაური
18 ნოემბერი, 2021, 20:17
ჯეოფაიფმა გამსხვილების სანაცვლოდ, ჯარიმის სახით მოგების 0.5% გადაიხადა

თბილისი (GBC) - კონკურენციის სააგენტოს გვერდის ავლით კომპანიამ 2021 წლის 20 აპრილს შეიძინა კომპანია ,,სიბელი’’ 3.5 მლნ ლარად, რის გამოც 20,000 ლარით დაჯარიმდა.

სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში,  ჯარიმა -   მაქსიმუმ 5%-მდე მოცულობით განისაზღვრება. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასური 5,000 ლარი.

შპს ჯეოფაიფი 2012 წელს დაფუძვნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა საცალო და საბითუმო ვაჭრობაა წყალგაყვანილობითა და გასათბობი სისტემებით. კომპანია პროდუქციის იმპორტს ძირითადად თურქეთიდან აწარმოებს (ასევე იტალია და ჩინეთი).

2021 წლის 1 იანვრისთის კომპანიას ჰყავდა 39 თანამშრომელი.

ჯეოფაიფს 100%-იანი წილის მფლობელი სევილ მამედოვია, რომელმაც 2020 წელს დივიდენდის სახით 210,000 ლარი მიიღო.

კომპანია სიბელი კი ბაზარზე 20 წელია ოპერირებს. იგი ოფიციალური წარმომადგენელია ისეთი ბრენდების, როგორიცაა Baymak, Baxi, Lambert, Rovall, ასევე ოფიციალური პარტნიორია Firat-ისა და Aquafilter-ის.

კომპანიამ 2020 წელს 344,000 ლარის წმინდა მოგება მიიღო.

შპს ჯეოფაიფი

2020/მლნ ლარი

   2019/მლნ ლარი

 კომპანიის ამონაგები

  19.7

  18.8

 საერთო მოგება

  6.2

  4.9

 წმინდა მოგება

  3.8

  3.3

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები