ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობა ვალუტის ვალის 35%-მდე შემცირებას გეგმავს
18 ნოემბერი, 2021, 16:36
მთავრობა ვალუტის ვალის 35%-მდე შემცირებას გეგმავს

თბილისი (GBC) -უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი საქართველოს მთავრობის ვალში ისტორიულად მაღალია. ეს ფაქტორი წარმოადგენს ვალის მართვის უმთავრეს პრობლემურ საკითხს. 2020 წლის ბოლოს უცხოურ ვალუტაში დენომინირებულმა ვალმა მთლიანი ვალის პორტფელის 79.1 პროცენტი შეადგინა რაც რეგიონის და სხვა შესადარ ქვეყნებთან მიმართებაში წარმოადგენს ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებელს. 

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სარეიტინგო სააგენტოების მეთოდოლოგიით, მთავრობის ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის მაჩვენებელი უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობის ვალის პორტფელში საგარეო ვალის წილის მაღალი დონე (79.1%) მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესაძლებლობას.

ვალის მართვის სტრატეგიის მიზნობრივ მაჩვენებლებად განსაზღვრულია - უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მშპ-თან ფარდობის 35 პროცენტამდე შემცირება, და მთლიანი ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის 72 პროცენტზე დაბალ ნიშნულამდე შემცირება. აღნიშნული მაჩვენებლების მიღწევა დაგეგმილია 2025 წლისათვის.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები