| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჯეოფაიფმა ჯარიმის შემდეგ, კონკურენციის სააგენტოს შეტყობინების საფასური 5 000 ლარი გადაიხადა (₾15 000 სექტემბერში აქვს გასტუმრებული). გათბობის სისტემების ტექნიკის იმპორტიორი, საბითუმო და საცალო მოვაჭრე, კონკურენციის სააგენტომ, მისი გვერდის ავლით გამსხვილების გამო დააჯარიმა.
სააგენტოს ცნობით, კონკურენციის საქმის წარმოება "ჯეოფაიფის მიერ „სიბელის" 100%-იანი წილის შეძენის გამო დაიწყო. როგორც იცით ბრუნვის 5%-მდე დაჯარიმებას ექვემდებარება მყიდველი, თუ კონცენტრაციაში მონაწილე 2 კომპანიის ჯამური ბრუნვა 20 მლნ ლარს და თითეულის 5 მლნ ლარს აღემატება. "ჯეოფაიფის" ბრუნვა 30 მლნ ლარს აღემატება
განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, 2020 წლის 4 ნოემბრიდან , სააგენტომ 16 552 კონცენტრაცია შეისწავლა.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, განისაზღვრება ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss