ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Potato.ge -ს კარტოფილი აღარ ეყიდება და იყიდება
მარიამ მინაძე
17 ნოემბერი, 2021, 14:33
Potato.ge -ს კარტოფილი აღარ ეყიდება და იყიდება

თბილისი (GBC) - კომპანია Potato.ge $40,000-ად იყიდება. Potato.ge პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთონ ქართული კარტოფილი და მიიღონ პირდაპირ სახლში.

 

კომპანია 2018 წლის სექტემბერში დაფუძნდა და ამჟამად საიტზე ხუთი სახეობის კარტოფილი იყიდება, რომელსაც პარტნიორი ფერმერებისგან იბარებენ.

 

გაყიდვის მიზეზად კომპანიაში შემცირებულ გაყიდვებს ასახელებენ.

 

ამბობენ, რომ ახლა თვეში 10-15 ტონა კარტოფილს ყიდიან, როცა ადრე 20-25 ტონა კარტოფილს ყიდდნენ.

 

გაყიდვები მათი თქმით საერთო ჯამში 10-15%-ითაა შემცირებული, რასაც ძირითად შემთხვევაში მოსახლეობის შემოსავლების კლებას უკავშირებენ. ამავე დროს, კარტოფილის მიტანის სერვისი პანდემიაში უფრო პოპულარული იყო, ახლა კი ხალხი თავად გადის სახლიდან მის საყიდლად.

 

რაც შეეხება ფასებს, Potato.ge-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ პანდემიამდე კარტოფილის ფასი 1 ლარი იყო, პანდემიის პერიოდში გასულ წელს ფასი 2.5 ლარამდეც ავიდა, ხოლო ახლა 1.5 ლარზეა დასტაბილურებული.

 

კომპანიის წლიური შემოსავლები 300,000 ლარია.

ჯერ-ჯერობით კომპანიის ყიდვაზე ინტერესი არავის გამოუხატავს

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები