ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისიმ განახლებული დეველოპერების პორტალი გაუშვა
16 ნოემბერი, 2021, 13:59
თიბისიმ განახლებული დეველოპერების პორტალი გაუშვა

თბილისი (GBC) - თიბისიმ განაცხადა, რომ ბიზნესების და დეველოპერების მხარდაჭერის მიზნით, ახალ ციფრულ პლატფორმას ქმნის, რომელიც აერთიანებს ყველა იმ API პროდუქტს, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს.  დეველოპერების პორტალი ციფრული ბიზნესებისთვის და ფინტექებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც უწყვეტ მხარდაჭერასა და უკუკავშირს ჰპირდება დეველოპერებს და ბიზნესებს, რომ ინტეგრაცია მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად მოხდეს.

 

ამ დროისთვის, პორტალზე კომპანიებისთვის ხუთი API სერვისი არის ხელმისაწვდომი: თიბისის ელექტრონული კომერციის გადახდის სისტემა, ვალუტის კურსების ფუნქციონალი და ონლაინ განვადების, იპოთეკური სესხისა და ღია ბანკინგის სერვისები. მომავალში, პორტალს კიდევ დაემატება სხვა API პროდუქტები, რაც ბიზნესს დაეხმარება განავითაროს სერვისი და უფრო მარტივი გადაწყვეტები შეთავაზოს მომხმარებლებს, მათი ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციიდან გაუსვლელად.

 

იმისთვის, რომ თიბისის API პროდუქტების გამოყენება კიდევ უფრო მარტივი გახდეს, თიბისის დევ-პორტალზე უდმივად ხდება სერვისების მონიტორინგი, შემოსული საკითხების ანალიზი,  დეველოპერებისგან შემოსული უკუკავშირის გაანალიზება და შესაბამისად, ინტეგრაციის პროცესის დახვეწა.

 

პორტალი, ასევე, განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისათვის, რომლებიც შეძლებენ გაეცნონ დამატებით რესურსებს, ტუტურიალებს, სხვადასხვა სიახლეებს, მოუსმინონ პოდკასტებს და აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ღონისძიებები.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები