ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საფინანსო ბაზრის ლობისტი და მარეგულირებელი ჟერმანთან
15 ნოემბერი, 2021, 13:44
საფინანსო ბაზრის ლობისტი და მარეგულირებელი ჟერმანთან

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაგრატიონმა საფრანგეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარესთან, ლორენ ჟერმანთან, MEDEF International-ის და საფრანგეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

პაპუნა ლეჟავამ დეტალურად ისაუბრა საბანკო სექტორზე, არსებულ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომელიც ხელს უწყობს სექტორის გამართულ ფუნქციონირებას და სტაბილურობას. ამასთან, სებ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბურკიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ვრცლად ისაუბრა ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებისა და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფის შესახებ. მან ხაზი გაუსვა საკასო ცენტრის იმ მაღალტექნოლოგიურ პროგრამებს, რომელიც საშუალებას იძლევა ერთიანი სისტემით აკონტროლოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნაღდი ფულის ნიშნების მოძრაობა. შეხვედრაზე  Rothchild-ის, BNP Paribas-ის, Obertur Cash Protection-ის,  MND-ს, MONTAZ-ის, SYSTRA-ს და ONEPOINT-ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან კომერციული შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები