| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩვენ მზად ვართ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისვთვის, რომ ფასების ზრდა არ გადაიზარდოს ციკლურ ინფლაციაში, - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა 2022 წლის გადამუშავებული ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვაზე განაცხადა, რომ მპ-ის დამატებით გამკაცრებაზე სებ-ი 9 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელებს. აღნიშნა, რომ ინფლაციაზე ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯებიდან გამოწვეული წნეხის განეიტრალება მონეტარული პოლიტიკით არის შესაძლებლი. 2020-ში 9 %-ს გაცდენილი ბიუჯეტის დეფიციტი, წელს, მთავრობის მოლოდინით 6.5% -მდე ჩამოვა, 2022 -ში კი 4.4% -მდე, რაც 2023 წლის სამიზნეზე (3%) გასვლის შესაძლებლობას აჩენს.
არჩიკლ მესტვიერიშვილის განცხადებით, სებ-ის რეკომენდაციააა 2022 წლის შემოსაველბის ზრდით, ბიუჯეტის დეფიციტის 4%-ზე დაბლა ჩამოწევა, დაგეგმილზე უფრო ჩქარა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, 2022 წლის ბიუჯეტის პროქეტზე დასკვნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა და აღნიშნა, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მდგრად დონეს - 3%-ს (ან ნაკლებს) 2023 წლისთვის უნდა მიაღწიოს.
2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, წინა წლების მსგავსად, საგარეო ვალდებულებების ზრდაა, თუმცა ასევე დაგეგმილია საშინაო ვალდებულებების მატებაც. პროექტით 2022 წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ნაშთის 1,3 მლრდ ლარით ზრდა2022 წლის ბოლოს ნაშთი 6.957 მლრდ ლარს მიაღწევს. 2021 წელს კლებაა, 150 მლნ ლარით. შესაბამისად ნაშთი 5.657 მლრდ ლარამდე მცირდება. .
მესტვირიშვილმა ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალ ზრდაზე აღნიშნა. რაც დაგროვებული მოთხოვნის არხით ინფლაციაზე წნეხს ქმნის (წნეხია მიწოდების მხრიდანაც) დაგეგმილზე უფრო სწრაფი ფისკალური კონსოლიდაცია კი ინფლაციური წნეხის შერბილებას უწყობს ხელს.
2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტით, ზრდის პროგნოზი 6%-ია და ამ პარამეტრზეა დათვლილი შემოსავლები. 2021 წელი კი 10% ზრდით დასრულდება. მშპ 58 მლრდ ლარს აჭარბებს. გიორგი კაკაურიძემ აღნიშბა ნეგატიურ Q1/2021 -ის შემდეგ Q2/2021-ის 29.9% და Q3/2021-ში 9% ზრდაზე 9 თვის ზრდა კი 11.3%-ია. მისი თქმით, მთლიანი ეკონომიკა 65 მლრდ ლარია 22-25 წლებში 5.5% ზრდაა მოსალოდნელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss