ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ი ფაბრიკა 1900-ს 17 მლნ-ით აფინანსებს
12 ნოემბერი, 2021, 11:36
BOGG-ი ფაბრიკა 1900-ს 17 მლნ-ით აფინანსებს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის და მრავალჯერადი გადამუშავების შესაფუთი ქაღალდების საწარმოს „ფაბრიკა 1900“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კომპანიამ საწარმო გააფართოვა და ახალი დანადგარებითაც აღჭურვა. პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს და ის სრულად დაფინანსდა ბანკის მხრიდან.

„საწარმო ინოვაციურ სამშენებლო მასალით -სენდვიჩ პანელით აშენდა, რომელიც პოპულარულია მსოფლიოში და  ტრადიციული სამშენებლო მასალები ჩაანაცვლა. მისი უპირატესობა თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივეა.  შევიძინეთ ახალი დანადგარები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, წარმადობა ოთხჯერ გავზარდოთ, რაც განაპირობებს კომპანიის ფინანსურ მდგრადობას. ამ ეტაპზე კომპანია 100- ზე მეტ პირს ასაქმებს“,- განაცხადა ნათია ბოლქვაძემ, კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა.

„ფაბრიკა 1900" მრავალჯერადი გადამუშავების შესაძლებლობის შესაფუთ ქაღალდს აწარმოებს. თვეში საშუალოდ 4000 ტ ქაღალდს გადაამუშავებს. კომპანიის პასუხისმგებლობა, იზრუნოს გარემოზე და ეკოლოგიაზე, არის ძალიან დიდი მოტივატორი ჩვენთვის, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი და მხარი დავუჭიროთ მას მდგრად განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას განვითარების გზაზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

„ფაბრიკა 1900“ 100%-ით ბიოდეგრადირებად, კვლავწარმოებად პროდუქციას აწარმოებს. კომპანიამ გოფრირებული მუყაოს საწარმო და სასაწყობე მეურნეობა გამართა. სამომავლოდ, წლიურ გადამუშავებას 50 000 ტ -მდე გაზრდის.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები