| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ჯგუფის (BOGG) CEO-ს, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ეკონომიკური აღმავლობა ძლიერია, მაგრამ გარკვეული გამოწვევები კვლავ რჩება, მიმდინარე პანდემიის ვითარებასთან და გაზრდილი ფასების წნეხთან დაკავშირებით, რომელსაც ელიან, რომ მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში შემცირდება.
გაჩეჩილაძის თქმით,
ჯგუფში ელიან, რომ ზრდასრულთა ვაქცინაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება არსებული
33.5%-დან. ამავე დროს, ამბობს, რომ არჩევნების გარშემო გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა
კვლავ რჩება, თუმცა არ ველიან ცვლილებებს სტატუს კვოში.
საერთო ჯამში, ჯგუფის
CEO-ს განცხადებით, განაგრძეს ძლიერი შესრულება, რაც უზრუნველყოფილია ციფრული და მონაცემთა
ანალიტიკის მუდმივად გაუმჯობესებული შესაძლებლობებით და მუდმივი ფოკუსირებით მომხმარებელთა
კმაყოფილებასა და თანამშრომლების გაძლიერებაზე.
ჯგუფის CEO გუნდით
ამაყობს და ამბობს, რომ დიდ ყურადღებას აქცევენ ტექ-ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებას.
ფიქრობს, რომ კარგად პოზიციონირებულნი არიან საკვანძო სფეროებში, რათა გახსნან მეტი
შესაძლებლობები მომავალში
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss