| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ავიაკომპანია აკ-ეარის მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდი L 410-ი დაეშვა. რეგულარული რეისები მესტიასა და ქუთაისს შორის კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად სიხშირე ეტაპობრივად გაიზრდება.
პანდემიის პირობებში,
მესტიიდან პირველი ადგილობრივი რეისის მგზავრებს ქუთაისის განახლებული აეროპორტის
ახალი გასასვლელი - ე.წ. გეითი მოემსახურა, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი
ფრენებისთვის არის განკუთვნილი. პირველი რეისის მგზავრებს, რომელთა უმეტესობა
უცხოელები იყვნენ, ტრადიულად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით,
სიმბოლური საჩუქრები დაურიგდა.
მესტია-ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება უცვლელი, 50 ლარი რჩება. 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. 0-3 წლამდე ჩვილების მგზავრობა კი უფასოა.
,,ეს იყო ჩემ მიერ შესრულებული პირველი ფრენა ქუთაისის
საერთაშორისო აეროპორტში. ამინდში ძალიან გაგვიმართლა. ფრენისას ულამაზესი ხედი
გვქონდა მთებზე. ქუთაისი არის დიდი საერთაშორისო აეროპორტი, გაცილებით მარტივი და
უსაფრთხოა ჩვენთვის აქ დაშვება. საფრენი პირობები კარგი იყო. მესტიიდან ქუთაისამდე
ფრენას დაახლოებით 30 წუთამდე მოვუნდით,-“ განაცხადა ავიაკომპანია აკ-ეარის
მფრინავმა მარკეტა კოუშალოვამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss