ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფარმაცევტული ბაზრის 69% -ს 3 კომპანია ინაწილებს
10 ნოემბერი, 2021, 15:10
ფარმაცევტული ბაზრის 69% -ს 3 კომპანია ინაწილებს

თბილისი (GBC) -  ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიშით, მომხმარებლის დიდ მაღალ დანახარჯებს ძირითადად განაპირობებს პროტექციონისტური სქემა: ბაზარზე წარმოდგენილი ჰოლდინგური სისტემები, რომელიც გარკვეულწილად კომერციული ინტერესის მატარებელია. მომხმარებელი  არჩევანისას არაინფორმირებულია. ჯენერიკული და ურთიერთჩამნაცვლებელი მედიკანტები ნაკლებად პოპულარულია ობა, ბაზარზე წარმოდგენილი ჰოლდინგური სისტემები, რომელიც გარკვეულწილად კომერციული ინტერესის მატარებელია.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური შედეგები 2016 -2020 წელს მოიცავს.

ირკვევა, რომ რეცეპტი პაციენტის ინტერესების რომ გამოწერილიყო, მომხმარებელი მხოლოდ კონკრეტული სამკურნალო ჯგუფის შემთხვევაში დაზოგავდა, სულ მცირე, 16 მილიონ ლარს.
სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, რეკომენდაციების მიზანია მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება
სააგენტოს  კონტროლის ეფექტურობისთვის  მიაჩნია, რომ რეცეპტი არ უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონული. ბაზარზე მოთხოვნა ფორმირდება, პირველ რიგში ექიმის და, რიგ შემთხვევებში, ფარმაცევტის დონეზე. შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს ბაზარზე არსებულ ურთიერთჩამანაცვლებელ მედიკამენტებს შორის კონკურენტული წნეხის დონის შეფასება.

ამასთან, არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირება იწვევს რეცეპტის/დანიშნულების გამომწერს და ფარმაცევტულ კომპანიას შორის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს, ანგარებიან ურთიერთობას. სააგენტოს რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი მოიცავს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. 

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მოცემულია 11 რეკომენდაცია: მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება; გენერიკული ჩამანაცვლებლის მითითება; „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა; ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა; ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის შესაძლო უარყოფითი შედეგების კონტროლი; სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფა; GMP სტანდარტის შემოღება; მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულებს ერთიანი სისტემის დანერგვა; რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლი; სანქცირების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტიანი კონტროლი; რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა.

 

ბაზრის მონიტორინგით, იმპორტირებული მედიკამენტების ფასი მზარდია

ფარმაცევტული 

ბაზრის

კვლევა


2016

565

 მლნ ₾ 

2017

676

 მლნ ₾ 

2018

655

 მლნ ₾ 

2019

716

 მლნ ₾ 

2020

798

 მლნ ₾ 


 3 მსხვილი კომპანიის (გეფა /ფარმადეპო, GPC/; PSP ფარმა; ავერსი ფარმა) საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია,  კერძოდ: 2016 წელი - 56.6%, 2017 წელი - 69%,3 2018 წელი - 70%, 2019 წელი - 68.8%, 2020 წელი - 67.5%. აღნიშნული განაპირობებს შესაბამის ბაზრებზე/ურთიერთჩამნაცვლებელი პროდუქტების დონეზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის მოცემულობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები