ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თუშეთის ნაკრძალიდან ტერიტორიები გამოდის
10 ნოემბერი, 2021, 13:22
თუშეთის ნაკრძალიდან ტერიტორიები გამოდის

თბილისი (GBC) - თბილისის და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების მთავრობის ინიციატივას საპარლამენტოკომიტეტმა მხარი დაუჭირა. საკითხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა გაიტანა.

მისი ინფორმაციით, 2014 წლის 25 დეკემბერს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენს ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კომპანიამ თელეთში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, არასასოფლო მიწის ნაკვეთი შეიძინა, მასზე არსებული ნაგებობით.

იქ კომპანიას  პრემიუმ უბანი უნდა გაეშენებინა, ევროპული  დასახლების ტიპის. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეულია თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და დღის წესრიგში დადგა ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების საკითხი.

კომიტეტმა  ,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიც განიხილა.  დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თომა დეკანოიძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანს თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, თუშეთის ეროვნული პარკისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვაა.

თუშეთის დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისათვის არატიპიური ინფრასტრუქტურა და ფიზიკური/იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები