| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - პანდემიამდე, 2019 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ბიზნესების მხოლოდ 25%-ს ჰქონდა სპეციალური ვებგვერდი, სადაც აღწერილი იყო კომპანიის პროდუქცია ან მომსახურება. პანდემიის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) კვლევის შედეგები საქართველოზე. როგორც აღმოჩნდა მცირე ზომის კომპანიები პროდუქტის რეალიზაციისთვის ონლაინ არხებს ნაკლებად იყენებენ - კვლევაში მონაწილეობა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესებმა მიიღეს.
გაციფრულების მაჩვენებელში საქართველოს 100 შესაძლოდან 13 ქულა აქვს იმ კომპანიების შემთხვევაში, რომელთაც 9 თანამშრომლამდე ჰყავთ და 32 ქულა ისეთი კომპანიების შემთხვევაში, რომელთა თანამშრომლების რაოდენობა 10-დან 50-მდეა. პირველ შემთხვევაში, გაციფრულების ქულა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ყველა ქვეყნის საშუალოს (26 ქულა), ხოლო 10-დან 50- მდე თანამშრომლის შემთხვევაში კი თითქმის უტოლდება ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (33 ქულა).
ყველაზე მეტად კოვიდმა ზეგავლენა მოახდინა ბიზნესის ბრუნვასა და მომგებიანობაზე. კერძოდ, მეწარმეთა 79% ბრუნვის, ხოლო 81% - მომგებიანობის მნიშვნელოვან ან, ზოგადად, შემცირებაზე მიუთითებს. ყველაზე ნაკლებად პანდემიამ კომპანიის ვალდებულებებსა და თანამშრომელთა რაოდენობაზე მოახდინა გავლენა. მეწარმეთა 52% აღნიშნავს, რომ პანდემიის შედეგად მათი ვალდებულებები არ შეცვლილა, ხოლო 72% მიუთითებს, რომ მათი თანამშრომლების რაოდენობა უცვლელი დარჩა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხული ბიზნესების 38% თვითდასაქმებული მეწარმეა, ანუ მათ დაქირავებული თანამშრომლები არ ჰყავთ. მეწარმეების თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, მათი ბიზნესი აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როცა ფულადი შემოსავლები არ იყო საკმარისი ფულადი ვალდებულებების დასაფარად ან ბიზნესის მოსალოდნელი ხარჯების ასანაზღაურებლად. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 46%-მა შეამცირა ბიზნესის საოპერაციო ხარჯები, 38%-მა გამოიყენა მფლობელის პირადი/საოჯახო თანხები ან კრედიტი, ხოლო 38%-მა დროებით შეაჩერა ბიზნეს საქმიანობა. რაც შეეხება ბიზნესისთვის სესხის საჭიროებას, პანდემიის დაწყების შემდეგ სესხის მოთხოვნა კომპანიების მეხუთედმა გააკეთა, საიდანაც 66%-მა სრულად მიიღო მოთხოვნილი თანხა. ხოლო იმათგან, ვისაც სესხზე განაცხადი არ გაუკეთებია, 64%-მა განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ ჰქონდათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss