| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის 9 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 89 000 000 ლარი. საშუალო შეწონილი გააკვეთი 9.044 %-ია.
მთავრობის სხვადასხვა
ვადიანობის ქაღალდები სებ-ს, რეზიდენტ და არარეზიდენტ
ბანკებს უჭირავს.
2022 წლის ბიუჯეტის
პროექტით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფინანსება
1.3 მლრდ ლარით იზდება და 2022 წლის ბოლოს
ნაშთი 6.957 მლრდ ლარს მიაღწევს. 2021 წელს კლებაა, 150 მლნ ლარით. შესაბამისად
ნაშთი 5.657 მლრდ ლარამდე მცირდება.
შიდა ვალის
1.3 მლრდ -ით გაზრდა ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკებისგან უფრო მეტი ვალის აღებას, 1-დან 10 წლამდე ვადით. გაზრდილი მიწოდება გაუძვირებს თუ არა მთავრობას საბიუჯეტო სახსრებით ნასესხებ სესხებს, ბაზარი ჯერ არაფერს ამბობს. სებ-ის დეკემბრის მპკ-მდე უცნობია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
გაიზრდება თუ 10% -მდე გამკაცრებული დარჩება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss