| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს
ეროვნული ბანკი ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კვლევითი ნაშრომების კონკურსს იწყებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის
მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს შეეძლებათ.
ეროვნული
ბანკის ინიციატივა ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოვლენასა და მხარდაჭერას
ემსახურება მიზნად. კონკურსი, სიმბოლურად, ბანკირის დღეს ცხადდება. ბანკირთა
პროფესიული დღე პირველი ქართული ბანკის – "სათავადაზნაურო ბანკის“ დაარსების
125 წლისთავისა და 8 ნოემბერს მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია
ჭავჭავაძის დაბადების 163-ე წლისთავთან დაკავშირებით 2001 წლიდან აღინიშნება.
ეკონომიკური
და ფინანსური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს საკვლევი თემის შერჩევამდე
შესაძლებლობა ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი
დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა,
გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.
გამარჯვებულ
კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი
ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.
ეროვნული
ბანკის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის მიზანი ახალგაზრდების კვლევითი
ნაშრომების მიმართ დაინტერესების წახალისება და მათი ჩართულობის გაზრდაა. კვლევითი
ნაშრომები მიიღება ეროვნული ბანკისათვის განსაკუთრებულად აქტუალურ
სფეროებზე/მიმართულებებზე - ფინანსური სტაბილურობის, მონეტარული პოლიტიკის და
სტატისტიკის საკითხებზე და მიზნად
ისახავს, წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისათვის მნიშვნელოვანი თემების
სიღრმისეულ შესწავლაში.
საკონკურსო
ნამუშევრები 2021 წლის 8 ნოემბრიდან მიიღება. კონკურსის შესახებ დეტალური
ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss