ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ემისიას ამცირებს
მარიამ მინაძე
8 ნოემბერი, 2021, 14:28
თიბისი ემისიას ამცირებს

თბილისი (GBC) - სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი TBC Bank-ის მიერ დოლარში დენომინირებულ $75 მლნ-იან (Tier 1) სუბორდინირებული ობლიგაციების ახალ ემისიას, საბოლოო გრძელვადიან ‘B-‘ რეიტინგს ანიჭებს.

 

რეიტინგი შესაბამისობაშია და უცვლელია 25 ოქტომბერს, Fitch-ის მიერ მოსალოდნელი ემისიისთვის მოსალოდნელი რეიტინგის მინიჭებასთან. თუმცა, 25 ოქტომბრისთვის საუბარი იყო $100 მლნ-იანი ობლიგაციების ემისიაზე, რაც $25 მლნ-ით შემცირდა.

 

რეიტინგი ბანკის სიცოცხლისუნარიანობის რეიტნგს (VR) ‘bb-‘ - ს სამი საფეხურით ჩამოუვარდება.

 

Fitch-ის საბანკო რეიტინგის კრიტერიუმების მიხედვით, ეს არის ყველაზე მაღალი რეიტინგი, რომელიც მოცემულ სიტუაციაში ბანკის მსგავს ობლიგაციებს შეიძლება მიანიჭოს.

 

ობლიგაციებს არ ექნება გამოსყიდვის დადგენილი თარიღი - უვადოა. თუმცა, TBC-ს აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს კუპიურები პირველი კუპონის დარეზეტების თარიღამდე სამი თვით ადრე (2027 წელს) და ყოველი მომდევნო პროცენტის გადახდის თარიღზე, ეროვნული ბანკის დამტკიცების შესაბამისად.

 

Fitch-ის ცნობით, ობლიგაციები მარეგულირებელ კაპიტალად კვალიფიცირდება (ბანკი ჩაითვლის კაპიტალში).

 

კუპონის შეზღუდვის რისკი შერბილებულია TBC-ის სტაბილური ფინანსური მაჩვენებელების გათვალისწინებით (ROE & ROA მაღალი კოეფიციენტი, მაღალი ლიკვიდობა და ბუფერების ვადამდე გადაფარვა... )

 

ბანკს უფელბა აქვს არ გადაიხადოს კუპონი იმ შემთხვევაში თუ მაგალითად CET1 კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტი 5.125%-ზე დაბლა დაეცემა ან თუ ბანკი სებ-ის მიერ დაგახდისუუნაროდ გამოცხადდება და დამატებითი კაპიტალი დასჭირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები