| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გლაზგოს უნივერსიტეტის ადამ სმიტის ბიზნესის სკოლისა და "ბრეტონ ვუდსის კომიტეტის განახლების“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიება ქვეყნების
პოსტ-პანდემიური მდგომარეობის და მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, მწვანე
და მდგრადი დაფინანსების თემების განხილვას დაეთმო.
სამიტზე პაპუნა ლეჟავამ კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი დაფინანსების საკითხებზე გლაზგოს უნივერსიტეტის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა. პაპუნა ლეჟავამ ყურადღება გაამახვილა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე და მონაწილეებს დეტალურად გააცნო ეროვნული ბანკის პროექტები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss