| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია შევიდა. კანონპროექტში თავდაპირველი ვერსიიდან განსხვავებით, არის მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის: მიმდინარე წლის (2021 წლის) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-დან გაზრდილია 10%-მდე და მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალურ გამოსახულებაში აღწევს 65 მლრდ. ლარს.
მთავრობამდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმა და მათი პროგნოზითაც მიმდინარე წელს ზრდა 10% იქნება, თუმცა აღსანიშნავია რომ არცერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი (IMF, ADB, Fitch, WB) საქართველოში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას არ ელის.
„არის საინტერესო ცვლილებები ასიგნებების ნაწილში და მთელი რიგი მხარჯავი სუბიექტების მიმართებაში გვაქვს დაფინანსებების ზრდა. გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ვერსიის განხილვის პროცესში პარლამენტში გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების ნაწილი. მომავალ კვირაში, კომიტეტის სხდომაზე დეტალურად განვიხილავთ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიას“, - ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss