| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მრავალი წელია, თანამშრომლობს საქართველოს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან, გვეხმარება არაერთი რეფორმის განხორციელებაში და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ობიექტურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებს. სწორედ ამით არის გამოწვეული EBRD – ის მიერ წლიური პროგნოზის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას ზრდის მიმართულებით.
EBRD - ის რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების მიმოხილვაში
ხაზგასმულია, რომ საქართველო, ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.
კერძოდ, EBRD-ის შეფასებული 37 ქვეყნიდან 2021-2022 წლებში, მონტენეგროს შემდეგ საქართველოს
და ესტონეთს ექნებათ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2021 წლის ზრდის
პროგნოზით, საქართველო უსწრებს როგორც აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონში
შემავალ ქვეყნებს (რეგიონებში შემავალი ქვეყნები განსაზღვრულია EBRD ის კლასიფიკაციის
მიხედვით), ასევე სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა რენო-ბასოსთან პრემიერის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გლაზგოში გაეროს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
იქ EBRD-ის პრეზიდენტმა პოსტსაარჩევნოდ რეფორმების დღის წესრიგზე გადასვლა გვირჩია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss