| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - PwC-ის ახალ სტრატეგიაზე აცხადებს. ფირმის სტრატეგია ორიენტირებულია ნდობის ჩამოყალიბებაზე და მდგრადი შედეგების მიღწევაზე საქართველოში და გლობალურად.
● ფირმა გეგმავს გაზარდოს ინვესტიციები კლიენტთა მომსახურების
მიმართულებით, შეინარჩუნოს მომსახურების მიწოდების არსებული მაღალი ხარისხი, 6 მილიონი
აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის გარემოსდაცვითი,
სოციალური და მმართველობითი (ESG) მომსახურებების განსავითარებლად, და ამ მიზნით ქმნის
ESG საუკეთესო გამოცდილების რეგიონალურ ცენტრს (centre of excellence), რომლის მეშვეობითაც
კონსულტაციებს გაუწევს კლიენტებს ESG სტრატეგიის, ტრანსფორმაციისა და ანგარიშგების
მიმართულებებით.
● დამატებითი ვალდებულებები მოიცავს ამბიციურ პროგრამას
აამაღლოს თანაშრომელთა კვალიფიკაცია ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით; საკუთარი
ცოდნა და გამცდილება გაუზიაროს საზოგადოებას პრო ბონო საქმიანობით (პროფესიული მომსახურების
უსასყიდლოდ გაწევით) და შეასრულოს PwC-ის გლობალური ვალდებულება მიაღწიოს ნახშირბადის
ნულოვან ემისიას 2030 წლისთვის.
● სტრატეგიის ორი ძირითადი მიმართულებაა: დაეხმაროს
კლიენტებს ნდობის მოპოვებასა და მდგრადი შედეგების მიღწევაში.
New Equation (ახალი წონასწორობა) ყურადღებას ამახვილებს
ორ ურთიერთდაკავშირებულ საჭიროებაზე, რომლის წინაშეც უახლოეს მომავალში აღმოჩნდებიან
ჩვენი კლიენტები.
პირველი არის ნდობის ჩამოყალიბება, რაც დღევანდელ დღეს
უმნიშვნელოვანესი და ამავდროულად რთულად მისაღწევია. ორგანიზაციებს სულ უფრო მეტად
სჭირდებათ მოიპოვონ დაინტერესებული მხარეების ნდობა მთელ რიგი თემების გარშემო. წარმატება
დამოკიდებულია აღმასრულებლების აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებებზე, ორგანიზაციულ კულტურაზე,
სისტემებსა და ამბიციებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss