ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს ბანკმა სამალავი დააფინანსა
3 ნოემბერი, 2021, 14:40
საქართველოს ბანკმა სამალავი დააფინანსა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განმავითარებელი და ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „სამალავმა“ ახალი ფილიალი გახსნა. „სამალავი“ 1000-ზე მეტი დასახელების ქართულ და იმპორტირებულ ფუნქციურ სათამაშოს სთავაზობს მომხმარებელს. ბანკმა კომპანიის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით 35,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 70,000 ლარს უტოლდება.

ქართული პროდუქციის დიდ ნაწილს ხის სათამაშოები წარმოადგენს, რომელიც არის სერტიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთა ლაქ-საღებავებით დამზადებული.

“სამალავის“ სამომავლო მიზანი სათამაშოების საკუთარი ხაზის წარმოება და თბილისსა და ბათუმში ფილიალების დამატებაა. უკვე მომხმარებელს ორი ფილიალიდან ვემსახურებით“, - აცხადებს ევა მღებრიშვილი, „სამალავის“ დამფუძნებელი.

„“საქართველოს ბანკისთვის” ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ახვლედიანი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები