ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მელია ქურდებს გაუსილაქებს
2 ნოემბერი, 2021, 21:23
მელია ქურდებს გაუსილაქებს

თბილისი (GBC) - კანონიერო ქურდებო, ყოფას გიტირებთ, კანონიერი ქურდების ჭაჭანი ამ ქვეყანაში ვერ იქნება, – განაცხადანაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში გამართულ აქციაზემელიას თქმით, „ყველა კანონიერ ქურდს სახეში სილა მოხვდება ქართველი ერისგან“.

 " ვერც ერთი კანონიერი ქურდი გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში, და ვითომ მაფიოზი, პოლიციელის ზურგს ამოფარებული, დიახაც, ხალხნო. შედიან, პასპორტებს ართმევენ ჩაგრავენ, სუს-ში შეურაცხყოფას აყენებენ. პოლიციელები როგორ იქცევიან ხალხნო, გული მოგიკვდება, რადგანაც ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრი ღირსეულია და ტყვეობაში არიან. არ ეწყინოთ ახლა, ისმენენ, პოლიციელები ჰყავთ კანონიერ ქურდებს ტყვეობაში აყვანილი. სიმართლეს სანამ არ ვიტყვით და არ ვიტყვით, რომ კრიმინალი არის დასამარცხებელი, რომელიც ხელისუფლების სახით არის უკვე წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში ვიღაცა ლავასოღლი. რატომ უნდა იცოდეს ვიღაცა კრიმინალი, მოძალადე, ჩემი და თქვენი შვილების მომავლის მომპარავის სახელი და გვარი თუნდაც უმცროსი თაობის წარმომადგენელმა. „ქართული ოცნებისაქტივისტებს მივმართავ, თქვენ რა გგონიათ, ამ ადამიანებით ახლა რომ ხელების გადაგრეხვით გვამარცხებთ, ამას შევეგუებით?! პირიქით, ამაყი ვიქნები, ხალხო, ასეთ უღირს ადამიანებთან ბრძოლაში გამარჯვებით ხომ ვიქნებით და დაცემითაც ვიქნებით. დაცემით და სულის დალევითაც ვიქნებით. ვერც ერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიხარებს. დიახაც, ვერ გაიხარებს. აი, ლავასოღლები, ყოფას გიტირებ, პირდაპირ გეუბნები, ყოფას გიტირებ და მეტსაც“, – განაცხადა მელიამ აქციაზე. (წყარო: საზმაუ) 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები