ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კიბერუსაფრთხოების კონკურსში გია სიჭინავამ გიმარჯვა
29 ოქტომბერი, 2021, 19:46
კიბერუსაფრთხოების  კონკურსში გია სიჭინავამ გიმარჯვა

თბილისი (GBC) - კიბერუსაფრთხოების პოსტერებისა კონკურსის გამარჯვებულია  "პაროლი ჰგავს პირბადეს".

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას შეუერთდა და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება.

 საქართველოს ეროვნული ბანკმა, საგანმანათლებო პლატფორმა Finedu - ს, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და საქართველოში ლიცენზირებული ექვსი კომერციული ბანკის - თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი გამოაცხადა. 

კონკურსის მონაწილეთა ამოცანა საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლება იყო.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეექმნათ პოსტერი (სურვილის შემთხვევაში სლოგანთან ერთად), რომელიც მოქალაქეს   საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.

ნამუშევრები ათი წევრისგან შემდგარმა კომისიამ შეაფასა. კომისიაში საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციის და ზემოაღნიშნული კომერციული ბანკების წარმომადგენელები იყვნენ.

  

I ადგილი მოიპოვა გია სიჭინავამ ნამუშევრით: "პაროლი ჰგავს პირბადეს"

 II ადგილის მფლობელი გახდა ლუკა კაცაძე - "არავის ენდო ბრმად"

III ადგილი კი ნოდარ კოპალეიშვილს ერგო - "დაფიქრდი სანამ გაქრება"

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები