ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ს სარეზერვო ნორმის გაზრდა მოუწევს
29 ოქტომბერი, 2021, 19:06
სებ-ს სარეზერვო ნორმის გაზრდა მოუწევს

თბილისი (GBC) – სებ-ი  სავალუტო დაკრედიტების მოსათოკ ინსტრუმენტებს არჩევს. სექტემბერში უცხოური ვალუტით დენომინირებული პორტფელის წლიური ზრდის ტემპი 5-ჯერ გაზრდილია, 7%-მდე და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა მაღალი ტემპის შენარჩუნებას აპროვოცირებს. 2021 მეორე ნახევარში სავალუტო დაკრედიტების შთამბეჭდავი წლიური ზრდაა, 5.4%-ული პუნქტით ( 1.38% -დან  6.8%-მდე )

 მაღალი დოლარიზაცია  მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას ასუსტებს. ასევე მოქმედებს  ბიუჯეტის  დეფიციტი (2022 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ზე დაგეგმილი ). როგორც იცით მპ-ის დანიშნულებაა  შეაკავოს ინფლაციური პროცესების მოლოდინებში გადაზრდა.

 

ზრდის შესაკავებლად  სებ-ის რამდენიმე ინსტრუმენტიდან, ყველაზე ოპტიმალურია  ბანკებისთვის სარეზერვო ნორმის  გაზრდა, არსებული 25%-დან 30%-მდე  და ამასთან დაუყოვნებლივ ამოქმედება. როგორც  2019 წლის შემოდგომაზე, როცა პირიქით 30%-დან  25%-მდე  შემცირდა, დაუყოვნებლივ.  ამით მაშინ კობა გვენეტაძის გარდა ყველა კმაყოფილი დარჩა: საბანკო სექტორი, პრემერი გახარია და კოვზანაძეც კი. დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, სექტორში გაჩენილი უცხოური ვალუტის დამატებითი რესურსი ბანკებს სასესხო განაკვეთის შემცირების მოტივაციას გაუჩენდა, გაზრდიდა ვალუტის მიწოდებას, მოხსნიდა ლარზე წნეხ და ეროვნულ ვალუტას გაამყარდება. თუმცა არცერთი მოხდა  და არც მეორე.

არადა  გაზაფხულზე, 25%-დან 30%-მდე გაზრდილი ნორმა  2 ეტაპად უკვე ძალაში იყო შესული (18/04-დან +3%; 16/05-დან +2% ) და მოქმედება უნდა დაეწყო, ლარიზაციის ინტერესებისთვის.


საშემოდგომო შემსუბუქებას, 2020-ში პანდემიის კრიზისის გასანეიტრალებლად, კაპიტალის ბუფერის გამოთავისუფლებაც მოყვა ( არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერი), რამაც  ბანკებს კიდევ 2/3 გამოუთავისუფლა.   არსებული  კოეფიციენტი 75%-დან  25% -მდე შემცირდა.  რას იმას ნიშნავს, რომ თუ ბუფერის გამოთავისუფლებამდე  სავალუტო დაკრედიტებაზე ბანკს ლარის სესხებზე 75%-ით მეტი კაპიტალი მოეთხოვებოდა,  აღარ მოთხოვა.  სებ-ის გაწერილი  გრაფიკით, ბანკებმა ბუფერი 2022 წლის ბოლომდე უნდა აღადგინონ და არ არის გამორიცხული  75% კოეფიციენტი 85% -მდე გაიზარდოს. 


სებ-ი წელს მთლიანი დაკრედიტების 15-20% ზრდის ელის, რაც  ერთობლივი მოთხოვნის მხრიდან  ინფლაციური წნეხის რისკებს არ აჩენს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები