ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კრისტალმა ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
25 ოქტომბერი, 2021, 11:52
კრისტალმა ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

თბილისი (GBC) - ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა.

„ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია და  „კრისტალს“ საშუალებას აძლევს, მომხმარებელს თანამედროვე, მრავალფეროვანი, კონკურენტული ფინანსური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. ამავდროულად, სისტემის დახმარებით, კომპანიას შესაძლებლობა აქვს, საფუძველი ჩაუყაროს ახალ პროექტებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და, შესაბამისად, არა მარტო მეწარმეების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამას გარდა, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიის თანამშრომლებისთვისაც მნიშვნელოვნად ამარტივებს შიდა სამუშაო პროცესებს, რაც თავის მხრივ კომპანიას მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლაში უწყობს ხელს.

„მომხმარებლებისთვის თანამედროვე სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება ტექნოლოგიური პროცესების განახლებისა და მოდერნიზების გარეშე შეუძლებელია. „კრისტალისთვის“ ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შიდა პროცესების ავტომატიზაციასთან ერთად, ახალი სისტემის დანერგვა არაერთი ახალი ინიციატივის წამოწყებაშიც დაგვეხმარება. დანერგვის შედეგად  კომპანია მიიღებს მოქნილ საფინანსო პროგრამულ უზრუნველყოფას,  რომელიც „კრისტალს“ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს და, ფაქტობრივად, მას საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად მოამზადებს.“ - აცხადებს „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

„კრისტალმა“ დანერგვის პროექტი გასული წლის ბოლოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში სისტემის იმპლემენტაცია, ტესტირება, პროცესების და პროდუქტების ადაპტაცია და ცვლილება, მონაცემების მიგრაცია და სხვა ტექნიკური სამუშაოები განხორციელდა.

ამ პროცესში კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა "ალტა სოფთვეართან", რომელიც საბანკო სფეროში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელია.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ინოვაციური პროდუქტებით, ახლებური ხედვით, მომხმარებელთა მხარდაჭერით, განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. იგი 20 წელზე მეტია, ქართულ ფინანსურ ბაზარზე ოპერირებს და 49 ფილიალის დახმარებით ემსახურება ქვეყნის მასშტაბით 120,000-ზე მეტ მომხმარებელს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები