ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კრისტალმა BlueOrchard-ისგან $3მლნ-ის სუბორდინირებული სესხი მიიღო
29 ოქტომბერი, 2021, 18:50
კრისტალმა  BlueOrchard-ისგან $3მლნ-ის სუბორდინირებული სესხი მიიღო

თბილისი (GBC) - BlueOrchard -ის  ფონდმა, რომელიც განვითარებადი ბაზრების მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს პანდემიის შედეგებთან ბრძოლაში ეხმარება, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალს“ 3 მილიონი აშშ დოლარის სუბორდინირებული სესხი გამოუყო. შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებს შორის ხელი უკვე მოეწერა. დაფინანსება „კრისტალის“ კაპიტალის გაზრდასა და მომდევნო წლების განმავლობაში მისი მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

BlueOrchard-ის  საინვესტიციო ფონდთან „კრისტალი“ 2014 წლიდან თანამშრომლობს და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასესხო ტრანზაქცია აქვს განხორციელებული. ახალი სუბორდინირებული სესხი კი საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის პანდემიის შედეგებთან ბრძოლის პროცესში ინკლუზიური ფინანსური სერვისების მიწოდებასა და მეწარმეობის განვითარებას,  ოპერაციებსა და საკრედიტო პორტფელზე პანდემიის ნეგატიური ზეგავლენების აღმოფხვრას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს „კრისტალის“ კაპიტალის გაზრდასაც, რასაც დაგეგმილი საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია აღნიშნავს: „BlueOrchard -თან ჩვენი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვან დროს განახლდა. მიგვაჩნია, რომ მყარი ფინანსური მდგომარეობა ძლიერი საფინანსო ინსტიტუტის განვითარების წინაპირობაა. პარალელურად, აქტიურად ვაგრძელებთ მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას.“

როგორც BlueOrchard -ის უფროსი კრედიტ ოფიცერი ნორმუნდს მიზისი აცხადებს: “მოხარულები ვართ, რომ ვაღრმავებთ პარტნიორობას „კრისტალთან“, რომელიც COVID-19-ის პანდემიით დაზარალებული კლიენტების სეგმენტს აქტიურად ემსახურება. ამასთან, მხარს ვუჭერთ „კრისტალის“ მენეჯმენტის შესანიშნავ გუნდს და კომპანიას, მის შემდგომ ზრდასა და საქართველოში  მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებაში“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები