| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს
ქსელის მიერ, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. “ბიზნესი
მდგრადი განვითარებისათვის 2021”-ის ფარგლებში, ბანკს ჯილდო ორ ნომინაციაში -
"ხარისხიანი განათლება" და "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა"
გადაეცა.
ჯილდო ისეთ კომპანიებს სცნობს, რომელთა საქმიანობაც მდგრად განვითარებას
ისახავს მიზნად და გრძელვადიანი
სარგებლის მომტანია. ნომინაციები
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეყრდნობა.
„სასტიპენდიო პროგრამები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ონლაინ სწავლის
ხელშეწყობა პანდემიის პერიოდში, რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისათვის არაფორმალური
განათლების სივრცეების, იდეათეკების შექმნა - ეს ის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელსაც
ბანკი ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაზრდის მიზნით ახორციელებს. მეორეს მხრივ, ბანკი
მუდამ ცდილობს წაახალისოს ის პროექტები, რომელსაც ორმაგი - ეკონომიკური და სოციალური მიზანი აქვს. შესაბამისად, სოციალური
მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“, - აცხადებს საქართველოს
ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი და ამბობს, რომ ბანკი არ ჩერდება და განაგრძობს
მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
საქართველოს ბანკმა პანდემიის პერიოდში განათლების მხარდაჭერის
მიზნით განხორციელებული პროექტებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის,
Meliora 2021- ის ჯილდოც მოიპოვა, ხოლო 2019 წელს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს
ქსელის მიერ „ხარისხიანი განათლების“ ნომინაციის გამარჯვებულად დასახელდა.
„კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო“ გლობალური შეთანხმების საქართველოს
ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოში ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss