ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
RENCAP: სებ-ის შეზღუდვები გონივრულია
მარიამ მინაძე
28 ოქტომბერი, 2021, 17:40
RENCAP: სებ-ის შეზღუდვები გონივრულია

თბილისი (GBC) - Renaissance Capital-ის ბანკების კვლევის დირექტორი, ილან სტერმერი GBC-სთან საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გადაწყვეტილებას ბუფერების გამოთავისუფლებაზე და კაპიტალის განაწილების შეზღუდვაზე, კომერციული ბანკების მიერ ბუფერების ვადამდე აღდგენას და შესაბამისად, კაპიტალის განაწილებას აფასებს.

სტერმერის განცხადებით, რეალობა ისაა, რომ სებ-ი თავის პოლიტიკაში კონსერვატიულია და შედეგად, ქართული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის ძირითადი მოთხოვნებიც საკმაოდ კონსერვატიულია - ბაზელის მინიმუმების და ასევე ცენტრალური ბანკის მოთხოვნების მიხედვით რეგიონში.

გარდა ამისა, სტერმერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ ქართულ ბანკებს არ აქვთ უფლება გადაიხადონ დივიდენდები, თუ მათი კაპიტალი არ აღემატება მინიმუმს, მათ შორის სავალდებულო ბუფერებსა და დანამატებს.

ვფიქრობ, ცენტრალური ბანკი აგრძელებს ბანკების ზედამხედველობას ძალიან გონივრული ფორმით და ამავე დროს, ვფიქრობ, რომ შეზღუდვები არის გონივრული და ლოგიკურიც“, - ამბობს Renaissance Capital-ის ბანკების კვლევის დირექტორი.

სტერმერი ფიქრობს, რომ დივიდენდის გადახდას ბანკებზე გავლენა არ ექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ბანკი დივიდენდების გადახდის უნარს, მის გამოცხადებამდე ძალიან ფრთხილად აფასებს. ისე, რომ ამან მის ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენა არ მოახდინოს და ინარჩუნებს კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტებს მინიმუმზე მაღლა, თუნდაც გადახდის შემდეგ.

Renaissance Capital-ი Bank of Georgia Group PLC-ის აქციების სამიზნე ფასს £18.40-ზე ვარაუდობს. როცა მაგალითად, დღევანდელი რეინჯი £15-15.4-ია.

სტერმერი ამბობს, რომ სამიზნე ფასებს ხშირად არ ცვლიან. მისი განსაზღვრისას კი ჩვეულებრივ ითვალისწინებენ ბანკის მათ პროგნოზებში არსებულ ნებისმიერ ცვლილებას, თავიანთ მოლოდინებს ბანკის გრძელვადიან შედეგებსა და შემოსავლებზე და თავიანთ კაპიტალის ღირებულების შეფასებას.

შეგახსენებთ, სებ-მა კომერციულ ბანკებს 2020 წლის მარტში გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის ვადა განსაზღვრული აქვს. 2022 წლის ბოლომდე უნდა აღდგეს არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი (CICR) და 2023 წლის ბოლომდე კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი.

სისტემური ბანკებიდან TBC-მ და საქართველოს ბანკმა ბუფერების აღდგენაზე შემოდგომამდე განაცხადეს. შესაბამისად,  TBC PLC-მ 17 სექტემბერს 83 მლნ ლარის დივიდენდი გადაიხადა, BOGG კი 5 ნოემბერს 70.4 მლნ ლარს გადაიხდის. ლიბერთის ბუფერები აღდგენილი ჯერ კიდევ არ აქვს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები