ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფულადი გზავნილები მზარდია
28 ოქტომბერი, 2021, 14:32
ფულადი გზავნილები მზარდია

თბილისი (GBC)  - 2021 წლის მესამე კვარტალში (Q3/2021) საქართველოში გადმორიცხული სწრაფი ფულადი გზავნილები III კვარტალში (Q3/2021) წლიურად 10.2%ით გაიზარდა და 623.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


ყველაზე დიდი წვლილი ფულადი გზავნილების ზრდაში ევროკავშირის ქვეყნებიდან (იტალია, გერმანია), ყაზახეთიდან, აშშ­-დან და რუსეთიდან გადმორიცხვებმა შეიტანა.

სებ-ის მპ-ის ანგარიშით ეკონომიკური აქტივობების გამოცოცხლების და გაზრდილი შიდა მოთხოვნის, ისევე, როგორც იმპორტული საქონლის აშშ დოლარში გამოხატული ფასების ზრდის ფონზე, საქონლის იმპორტი წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა (Q3/2021 +23.8%)

ზრდა განაგრძო, რაც, ნაწილობრივ, პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის გამოცოცხლებას უკავშირდება.

იმპორტის მატებაში თურქეთი და აზერბაიჯანი, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან - ჰონკონგი და ინდონეზია გამოირჩეოდა. ამის საპირისპიროდ, კლებაა აშშ-დან, რაც რეექსპორტისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილების შემოტანის კლებამ განაპირობა. 

სამომხმარებლოდან, ძირითადად ნავთობპროდუქტების, სამკურნალო საშუალებებისა და სატელეფონო აპარატების შესყიდვა გაიზარდა. 

შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტის მატება იმუნური შრატების, ასევე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემოტანის ზრდას უკავშირდება.

საინვესტიციო საქონლის მატება უმეტესად გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების გაზრდილმა შესყიდვებმა განაპირობა. საქონლის ექსპორტის ზრდის და სწრაფი ფულადი გზავნილების მატების ფონზე, Q2/2021 -ში  მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 381 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც იმავე კვარტალის მშპ-ის 8%ია (+$37 მლნQ/Q).

 მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების (მად) ერთერთი წყარო უცხოური პირდაპირი ინვესტიციებია (FDI), რომლის წლიური კლება Q2/2021-ში 2.6%-ია. კლება  ძირითადად სააქციო კაპიტალის კლებას, სასესხო ვალდებულებების დაფარვასა და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას უკავშირდება. ინვესტიციების ანალიზით, წლის I ნახევარში, H1/2020 -თან შედარებით მიმდინარე ანგარიშის ბალანსი გაუმჯობესება  ინვესტიციების კლების პირობებში, უმეტესად დანაზოგების მატებამ გამოიწვია

 

 ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება,  თუმცა პანდემიამდელ დონეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 13.3-ჯერ გაიზარდა, თუმცა პანდემამდელს 50%-ით ჩამორჩება და წლის ბოლოსთვის ვერ მიუახლოვდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები