| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ადვოკატებთან ურთიერთობის საშუალება სრულად ჩამეკეტა, შეხვედრის ოთახში შუშის კედელი ბოლომდე ამოგვიშენეს, ასეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოში და მით უფრო, ევროპაში, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქგვერდზე წერს, რომ არის ძალიან ცუდი სმენადობა.
სასამართლო და პროკურატურა რომ არ
არსებობენ დიდი ხანია გავიგეთ, ახლა ადვოკატურაც გაგვიუქმეს.
დღევანდელი დღიდან მე შიმშილობასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაზე, მკურნალობასა და რეანომობილის მომსახურებაზე
კატეგორიულ უარს ვამბობ. ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უფლებადამცველებთან
დაუბრკოლებელი ურთიერთობის უფლება არ აღმიდგება.
მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა
ქართულ, არამედ-რუსულ ციხეში, პერსონალსაც კი აიძულებენ რუსებივით იქცეოდნენ. დღეს
შევხვდი უკრაინელ ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას, რომლის ძალიან მადლიერი ვარ.
მანაც აღნიშნა, რომ თავი საქართველოში კი არა, რუსეთში ეგონა“,- აღნიშნულია მიხეილ
სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss