ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სავალუტო დაკრედიტება ლარის პორტფელზე 5-ჯერ მეტად გაიზარდა
27 ოქტომბერი, 2021, 20:26
სავალუტო დაკრედიტება ლარის პორტფელზე 5-ჯერ მეტად გაიზარდა

თბილისი (GBC) - სექტემბერში, ივნისთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ მოიმატა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.8% შეადგინა.

სებ-ის მპ-ის ანგარიშით აღნიშნულ პერიოდში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი 0.2 %პ-ით, 15.0% -მდე გაიზარდა. , იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდა კი 6.3 %პ-ია.


ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდწილად სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორების დაკრედიტებამ განაპირობა. მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლები საცალო და ბიზნესს სესხებზე მოთხოვნის ზრდას ელოდებიან. 


სექტემბერში უცხოური ვალუტით დენომინირებული პორტფელის წლიური ზრდის ტემპი გაიზარდა, 6.8%-მდე, ხოლო ლარის პორტფელის ზრდის ტემპი 0.4 პპით,  28.1%-მდე.  დოლარის პორტფელის ზრდის ტემპმა ლარის დაკრედიტების ზრდისას 5-ჯერ გადააჭარბა. სებ-ის  ინტერაქტიული სტატისტიკით, სექტემბერში უცხოური ვალუტით დენომინირებული პორტფელის წლიური ზრდის ტემპი, 1.9%პ-ით 6.8%-მდეა (+39%) გაზრდილი , ხოლო ლარის  შემცირებული. სებ-ის მპ-ის ანგარიშში წერია, რომ ზრდაა  0.4 %პ-ით ინტერაქტიულ  ცხრილით, ლარის დაკრედიტების ტეხილი დაღმავალ ტრენდს აჩვენებს,  ზრდის ტემპის კლებას 28.9%-დან, 28.03%-მდე.


მესამე კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია და სებ-ი იმედოვნებს, რომ ზრდა მომავალშიც გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს ასევე ბოლო პერიოდში სარეზერვო მოთხოვნების ცვლილება, რომელიც ბანკებს დეპოზიტების ლარიზაციის მოტივაციას უზრდის.  ეს ნორმა ივლისიდან მოქმედებს. ეფექტი არის, თუმცა ჯერ ისე შთამბეჭდავი არა.

სისტემურ ბანკებში, რომელთა ჯამური წილი  მთლიან დაკრედიტებაში (40.999 მლრდ -1005) 74.4%-ია,  სავალუტო სესხებზე პორტფელის 50%-ზე მეტი მოდის.

ივლისიდან  სავალუტო სახსრებზე სარეზერვო ნორმის შემსუბუქება (ცვლილების -უფრო მართებული დეფინიციაა) მიზეზები სებ-მა, აპრილის ბოლოს მპკ -ს შემდეგ დაანონსა.  25%/15%-დან  10%-მდე შემცირებული ნორმით სრულად  ვერ სარგებლობის ის ბანკი, რომლის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 40%-ს აღემატება და საერთოდ ვერ სარგებლობს თუ >70%-ია.

ბაზარი ელის, რომ სავალუტო დაკრედიტების აჩქარების ჩასაცხრობად  სებ-ს სარეზერვო ნორმის გამკაცრება მოუწევს. ბოლო ცვლილებამდე, სარეზერვო ნორმა 30%-მდე იყო გამკაცრებული, რომლის დაწევას სებ-ის პრეზიდენტი დღემდე  ნანობს.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები