ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მპ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გამკაცრდა
27 ოქტომბერი, 2021, 20:37
მპ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გამკაცრდა

თბილისი (GBC) - საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ნაწილს 2021 წლის მესამე კვარტალში, გაზრდილი ინფლაციური წნეხისა და ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების კიდევ უფრო გამკაცრება მოუწიათ. თუმცა  სებ-ის პოლიტიკა, კავკასიის და ცენტრალური აზიის 7 ქვეყანას შორის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის შემდეგ, მესამეა.

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით, რაც შეეხება აშშის ფედერალურ სარეზერვო სისტემას, იგი ფედერალური ფონდების განაკვეთს 0-0.25%იან შუალედში ინარჩუნებს, თუმცა შეიქმნა მოლოდინები, რომ აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდა უფრო ადრე (2022 წელს)დაიწყება, ვიდრე ამას შარშან მოელოდნენ. ამავე დროს, ევროპის ცენტრალურ ბანკის პოლიტიკის განაკვეთი კვლავ უცვლელად, 0%ის დონეზე რჩება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ, გლობალური პანდემიის ფონზე, ევროზონაში ფართო რაოდენობრივი შერბილების პროგრამა 2022 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები