ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ინფლაციური მოლოდინები უარსედება, ეკონომიკური ზრდის უმჯობესდება
27 ოქტომბერი, 2021, 19:16
ინფლაციური მოლოდინები უარსედება, ეკონომიკური ზრდის უმჯობესდება

თბილისი (GBC) -  სებ-ის საბაზო პროგნოზით, რეალური ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 10%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.


აღნიშნული უფრო მაღალია, ვიდრე ზრდის წინა 8.5%-იანი პროგნოზი, რაც, დიდწილად, გადავადებული მოთხოვნის მოსალოდნელზე უფრო ძლიერ გავლენას ასახავს. ზრდის მამოძრავებელ ძალად საბოლოო მოხმარება გვევლინება, წმინდა ექსპორტთან ერთად. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საქონლის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული, რასაც ტურიზმის სექტორის ნაწილობრივი აღდგენაც ერთვის თან. 2022 წელს მშპ-ის პროგნოზირებული რეალური ზრდა 5%-ის ფარგლებშია, რაც ითვალისწინებს მაღალი საკრედიტო აქტივობისა და, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენის დაშვებას. მიმდინარე და მოსალოდნელ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ, 10%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა.

პოლიტიკის გამკაცრებული პოზიცია მაღალი ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დროული დაბრუნების მოლოდინის გამტკიცებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, გამკაცრებული პოზიციიდან გამოსვლა მხოლოდ ეტაპობრივად, ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზების კვალდაკვალ მოხდება.

IMF-ს 2022-ისთვის სებ-ზე ოპტიმისტური პროგნოზი აქვს, 5.8% ზრდას ელის. 2021 წელს 7.7%  ელის. IMF-ის განახლებული ინფლაციის პროგნოზით კი, საქართველოში საშუალო ინფლაცია 2021 წელს 9.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს 5.4%-ით გაიზრდება.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები