ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე ბანკებიდან კაპიტალის გადინებაზე
მარიამ მინაძე
27 ოქტომბერი, 2021, 19:35
გვენეტაძე ბანკებიდან კაპიტალის გადინებაზე

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პანდემიის დაწყებამდე და კრიზისის განმავლობაში სებ-ის ქმედებებს აბსოლუტურად ადექვატურად მიიჩნევს და ამბოს, რომ ასე მათ გარდა საერთაშორისო პარტნიორებიც ფიქრობენ.

გვენეტაძე კაპიტალის განაწილების შეზღუდვებზე გაჩენილ კითხვას პასუხობს, ხომ არ იყო ის ზედმეტად მკაცრი, რამაც შესაძლოა ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიოს.

ვიზიარებ ფინანსური სტაბილურობის კრიტიკულ მნიშვნელობას, ისევე როგორც სებ-ის მანდატს, განსაკუთრებით კრიზისულ პირობებში, თუმცა აღნიშნული კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც Peel Hunt-ის ანალიტიკოსმა, რობერტ სეიჯმა, დივიდენდების განაწილების შეზღუდვის გამო, რიგი ბრიტანელი ინვესტორების მიერ ქართული ბანკების დატოვებაზე გვითხრა (http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=121385 ). ინვესტორები და მათი განწყობები ის ფაქტორია, რომელიც სწორედ, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შემადგენელი ნაწილია. FDI-ს მნიშვნელოვან როლზე კი თავად სებ-იც მიუთითებს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.  

გვენეტაძემ საპასუხოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშის გაცნობა გვირჩია (სექტემბერი, 2021/ http://gbc.ge/index.php?newsid=120922 ), სადაც სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორები სებ-ის წინდახედულ საზედამხედველო მიდგომას იწონებენ, მათ შორის წინა ფინანსური სექტორის შესრულების პროგრამის (FSAP) შემდგომ პერიოდში გატარებულ ფინანსური სექტორის რეფორმებს და პანდემიის დროს გადამწყვეტ ქმედებებს.

დირექტორები მიესალმნენ FSAP-ის დასკვნებს, რომ ბანკებს აქვთ საკმარისი კაპიტალი საბაზისო სცენარით პანდემიისგან გამოწვეული საკრედიტო ზარალის გასანეიტრალებლად და რომ კაპიტალის დეფიციტი შესაძლო სტრესულ სცენარებში მართვადი დარჩება.

IMF შეთანხმდ, რომ სებ-მა უნდა წაახალისოს ბანკები, არ გაანაწილონ მიღებული მოგება მანამ, სანამ პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობები არ მინელდება და კაპიტალის ბუფერები სრულად არ აღდგება.

გვენეტაძე ამბობს, რომ სწორედ სებ-ის პანდემიამდე და კრიზისულ სიტუაციაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის, რომ სისტემა ჯანსაღად შეხვდა საკმაოდ დიდ გამოწვევას და დღესაც არის ეკონომიკის ზრდის ლოკომოტივი, იქიდან გამომდინარე, რომ დაკრედიტება საკმაოდ კარგია, არავითარი საფრთხე არ შექმნია ფინანსურ სტაბილურობას და რა თქმა უნდა, დეპოზიტარების თანხას.

მიუხედავად ამისა, სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ 2020 წელი, სხვა წლებთან შედარებით, ადვილი არ ყოფილა, მოგება თითქმის 0-თან ახლოს, ძალიან დაბალი  დადებითი მოგება იყო და აქედან გამომდინარე, დივიდენდების გაცემის მოლოდინი ინვესტორების უმრავლესობას არ ჰქონიათ, რა აზრსაც ინვესტორების ნაწილთან პირადი დიალოგი უნმტკიცებს.

2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების ჯამურმა წმინდა მოგებამ 100.7 მლნ ლარი შეადგინა (-23.7%/y.y). მ.შ.  2020-ის მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებისთანავე, სექტორი მილიარდიან ზარალს მიუახლოვდა (-943.1 მლნ ლარი).

კერძოდ, 4Q20-ის მდგომარეობით, საქართველოს ბანკს 57.1 მლნ ლარის მოგება ჰქონდა (-85.4%/y.y), TBC-ს კი 123.2 მლნ ლარის (-68.6%/y.y).

2021 წლის სწრაფი აღდგენის პარალელურად კი, გვენეტაძე აცხადებს, რომ საბანკო სექტორმა ჯანსაღი შედეგები აჩვენა და ნახევარი წლის შედეგებზე დაყრდნობით, მსხვილმა ბანკებმა ნახევარწლიური დივიდენდების განაწილება დააანონსეს, რაც ინვესტორებისთვის პოზიტიური სიურპრიზი იყო და რასაც მისი ცნობით, სეიჯიც აღნიშნავს.

წლის პირველ ნახევარში, ყოველწლიური შეხვედრისას, მსხვილი სისტემური ბანკების აქციონერების მთავარი კითხვა სწორედ ის იყო თუ როდის მიიღებდნენ დივიდენდს.

TBC-მ ნახევარწლიური დივიდენდი, 17 სექტემბერს, 83 მლნ ლარის ოდენობით გაანაწილა. საქართველოს ბანკი 5 ნოემბერს, 70.4 მლნ ლარს ანაწილებს. ლიბერთი კი ვერ ანაწილებს, რაზეც სებ-ის პრეზიდენტმა გვიპასუხა, რომ მომგებიანია, თუმცა კაპიტალის ნაცვლად, დაკრედიტებას ზრდის.

როგორც ჩანს, იმდენი მოგებაც არ აქვს, რომ საკრედიტო აქტივობაც შეინარჩუნოს და ბუფერებიც აღადგინოს.

საქსტატის მონაცემებით, FDI-მოცულობამ 2020 წელს $572 მლნ შეადგინა (-57.2%/y.y), ხოლო  1H21-ში კი $366.4 მლნ (-11%/y.y/2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი კლება 34.4%-ია).

ცნობისთვის, Bank of Georgia Group PLC-ში წილი მეორე უმსხვილესმა ინვესტორმა - Fidelity investments-მაც 4.88%-მდე შეიმცირა (http://gbc.ge/index.php?newsid=121290 )

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები