ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გორგოძე CB-ის საშემოდგომო შეხვედრაზე
27 ოქტომბერი, 2021, 19:32
გორგოძე CB-ის  საშემოდგომო შეხვედრაზე

თბილისი (GBC) - ოთარ გორგოძემ Central Banking - ის საერთაშორისო კონფერენციაზე რისკების მართვის ჩარჩოს მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა,  მონაწილეობა მიიღო ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის Central Banking - ის მიერ ორგანიზებულ საშემოდგომო შეხვედრებში.


ონისძიების ფარგლებში, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა, მონაწილეებმა ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს და ვრცლად მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიც არის ვალუტა და საგადახდო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები, რეზერვების მართვა, კლიმატის რისკები, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა.

ოთარ გორგოძემ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) რისკების მართვის ჩარჩოს შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს ოთარ გორგოძემ საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება გაუზიარა ამ მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა რისკების მართვის ჩარჩოს სპეციფიკაციებზე.

"ახლა, როცა კოვიდ-19 - ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოვდივართ და თანდათან ნორმალურ რიტმს ვუბრუნდებით, საჭიროა, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მედეგობის კიდევ უფრო გაზრდა. კრიზისმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა. ეკონომიკური აგენტები სულ უფრო მეტად განიცდიან გაციფრულებას. ამის კვალდაკვალ, ციფრულმა ინფრასტრუქტურამ არა მხოლოდ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უნდა დაუჭიროს მხარი, არამედ არასასურველი ეკონომიკური შოკების შემსუბუქებასაც უნდა შეუწყოს ხელი. რისკების პირობებში გონებაგახსნილი უნდა ვიყოთ, დიდი იმედები დავამყაროთ CBDC-ზე, პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ, სწრაფად ვიმოქმედოთ და ჩვენი ეკონომიკის საჭიროებებზე ადაპტირება ფხიზელი გონებით უნდა უზრუნველვყოთ", - განაცხადა ოთარ გორგოძემ.

ღონისძიებას წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


                                                        

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები