ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სებ-ი პროგნოზს 1.5%პ-ით ზრდის
27 ოქტომბერი, 2021, 15:37
სებ-ი პროგნოზს  1.5%პ-ით ზრდის

თბილისი (GBC) - საინვესტიციო ბანკების მსგავსად გაუფასურებული ლირისგან საფრთხეებს ვერც სებ-ი ხედავს. სებ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აგვიხსნა, რომ ერთ განზომილებაში გაანილიზება დასკვნის საშუალებას არ იძლევა, შესაბამისად ლირის ქცევას სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში უნდა დავაკვირდეთ, ასევე ლარისას, და ვნახავთ, რომ  ლარის მთავარი პარტნიორი ვალუტის გაუფასურება სხვა ვალუტებთან გამყარებით ბალანსდება.

ჩვენ  მხოლოდ  ერთი ვალუტის, თუნდაც დომინანტის მიმართ,  ლარის გაცვლითი კურსით კი არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, არამედ ეფექტური კურსით. მაგ: ლარი ლირასთან 11%-ით გამყარდა, რუბლთან კი 6.7%-ით გაუფასურდა. აღნიშნა, რომ ქართული ლარი რუბლს სიძლიერეში ვერც შეედრება, რადგან ის პოზიციებს ნავთობის მაღალი ფასით იმაგრებს.

საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის ვალუტა როგორც იცით, თურქეთის მპ-ის მოსალოდნელზე მეტად შერბილებამ (16%-მდე) განაპირობა. ამასთან ლირაზე წნეხი, ქვეყნის დატოვებაზე, 10 ქვეყნის ელჩის განცხადებამ გააძლიერა.

საქართველოს ბაზარი თურქული იმპორტით წალეკვის საფრთხეს ვერ ხედავს. ლირა/ლარის კურსი გარკვეულ გავლენას კი ახდენს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბალანსზე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ  თურქეთიდან იმპორტი პირველ რიგში სხვა ქვეყნებიდან იმპორტს უწევს კონკურენციას.  ამასთან, სავაჭრო ბალანსი მშპ-ზრდაზეა დამოკიდებული და არა გაცვლით კურსზე.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგარეო სექტორმა აღდგენა დაიწყო", - კობა გვენეტაძემ პანდემიით მოშლილ გადაცემი ჯაჭვებზე და მოთხოვნა/მიწოდების დოსბალანსზე აღნიშნა, ეგზოგენურ ფაქტორებზე, რომელიც საქართველოსაც გადმოეცა და  რის მიმართაც სებ-ი  უძლურია.  გაიხსენა  2017 წლის  გაზრდილი  აქციზის ერთჯერადი ეფექტი, 2020-ის კომუნალურების სუბსიდია და 2019 წლის რუსული ავიაემბარგო, რაც არცერთ მპკ-ზე ავიწყდება. ისიც ახსოვს, რომ ცის ჩაკეტვას  პანდემიის ტალღა მალევე მოყვა და ქვეყნის ეკონომიკა 2-მაგ შოკში აღმოჩნდა. 12.3% ინფლაციაში, რომელიც რეგიონში ყველაზე მაღალია, თურქეთის შემდეგ. მსოფლიოში კი საქართველოს მაღალი მე-16-ა. 12.3%-დან, 8.5%/8.5%  ეგზოგენურ ფაქტორებზე მოდის: გაძვირებული საწვავი, გაძვირებული ტრანსპორტირება. სურსათის ფასი 10 წლიან მაქსიმუმზე, ნავთობის კი 7 წლიან პიკზე. 

სებ-ი  ეკონომიკურ პროგნოზსაც ზრდის, 8.5%-დან, 10% -მდე, 2021-სთვის და 2022-ისთვის 4%-დან, 5%-მდე. 

თუ ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტს 3%-3.5%-მდე დაწევს და შოკებიც თუ მიილევა,  სებ-იც იფიქრებს მპ -ის შერბილებაზე. კითხვაზე  რატომ იცვლება  მპ საქართველოში სხვა ქვეყნებზე ხშირად  და რა საჭიროა ეს ინსტრუმენტი, უპასუხა, რომ  ინფლაციის თარგეთის ქვეყნებში მპკ 8-ჯერ იმართება. განვითარებულ ქვეყნებში განაკვეთი ქვედა ზღვართან არის და მანევრირება შეზღუდულია. ამასთან საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და მიმართავს ტრადიციულ ინსტრუმენტს - გამკაცრება/შერბილებას. განვითარებული  ქვეყნები კი არატრადიციულ მონეტარულ ინსტრუმენტებს იყენებენ.

სებ-ის პრეზიდენტმა, ოთხშაბათის მპკ -ის შემდეგ, კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მპგ საჭირო ინსტრუმენტია და მპ  -ის გამკაცრებაც ვერ იქნება შემაფერხებელი, რადგან ის ფასების სტაბილურობისთვის იცვლება. სტაბილურობა კი  გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მთავარი პირობაა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები