| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს აქვს მზაობა და მისწრაფება, განახორციელოს რკინიგზის დარგის რეფორმირება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და მის კანონმდებლობასთან დაახლოებით. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე დაძმობილების პროექტი მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ შესრულებაში, მათ შორის, სარკინიგზო სატრანსპორტო დარგის განვითარებაში,“ - განაცხადა ეკონომიკის და მინისტრის მოადგილეm გურამ გურამიშვილმა პროექტის „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ გახსნის ცერემონიაზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სარკინიგზო ტრანსპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღსანიშნია სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ ახორციელებს. მიზანი უსაფრთხოების გაზრდა, გადაზიდვის დროის და ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებაა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელიც რკინიგზის სფეროში სამართლებრივი ბაზის განვითარებას შეეხება.
პროექტი ორიენტირებულია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ იმ ძირითად
სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც შეეხება ევროპის ერთიანი სარკინიგზო სივრცის
ფორმირებას, სარკინიგზო უსაფრთხოებას და ურთიერთთავსებადობას და რომელთა
იმპლემენტაცია საქართველოს სარკინიგზო დარგის მნიშვნელოვან რეფორმირებასთან არის
დაკავშირებული. პროექტი ხორციელდება პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ
პოლონეთის სარკინიგზო ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან ერთად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss