ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბაზარზე მცირე ინტერნეტ პროვაიდერების წილი იზრდება
26 ოქტომბერი, 2021, 17:27
ბაზარზე მცირე ინტერნეტ პროვაიდერების წილი იზრდება

თბილისი (GBC) - ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობა აგვისტოში 3.4%-ით გაიზარდა და 959 ათასი შეადგინა. მზარდია პროვაიდერების შემოსავლებიც და ერთ თვეში კომპანიებმა 25.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წლიურად 11.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობა 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 29 ათასით გაიზარდა. შემოსავალი 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 2,5 მლნ. ლარით გაიზარდა.

აბონენტების რაოდენობის მიხედვით, ბაზრის ლიდერი ტრადიციულად მაგთია - მას მთლიანი ბაზრის 47% უკავია, თუმცა მონაცემი წლიურად 0.4%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზე სილქნეტია 33.2%-ით, მესამეზე კი სქაიტელი 5.2%-ით. ბაზრის 4.1%-იანი წილის დაკავება შეძლო ახალი ქსელების ჯგუფმა.

შესაბამისად, შემოსავლების ყველაზე დიდ წილსაც მაგთი და სილქნეტი ინაწილებენ - მაგთიმ ერთ თვეში 11.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო - 1.1 მლნ-ით მეტი წლიურად, ხოლო სილქნეტმა 8.37 მლნ ლარის 0.5 მლნ ლარით მეტი წლიურად.

ახალი ქსელების ჯგუფის და სქაიტელის შემოსავლები კი ერთ თვეში მილიონ ლარს შეადგენს. შემოსავლებში პროცენტულად ყველაზე დიდი ზრდა - 44% - სქაიტელს უფიქსირდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები