| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტმა სართულის დაშენებაზე უარყოფითი დასკვნა მიიღო. "C ბლოკის ცენტრალური ფლიგელის
( მე-7 სართ.) ნაკვეთურებზე 1 სართულის
დაშენება არარეკომენდებულია, გაზრდილი დატვირთვის, წარსულში გამაგრებითი სამუშაოების და სხვა ყველა
ფაქტობრივი მონაცემის გაანალიზებით. რეკონსტრუქცია (დაშენება) გამოიწვევს არადასაშვებ
დეფორმაციებს“, - აღნიშნულია პარლამენტის აპარატის
დაკვეთით ჩატარებული კვლევის დასკვნაში.
პარალელურად, ₾360,000 ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული
„С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების სრული და დეტალური
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სატენდერო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული
ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე.
საკანონმდებლო ორგანოს მიერ ორშაბათს გავრცელებული განცხადებით,
რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგმება. აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს
პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების
სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე,
რის საფუძველზეც მე-2 ეტაპად ჩატარდება გამაგრების
სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა.
საქართველოს პარლამენტის
შენობა, ყოფილი მთავრობის სახლი ( საბჭოთა
პერიოდში) ზედა კორპუსი 1938 წელს
აშენდა. მე-2 კორპუსი,
1953 წელს. 1977,
1990, 1992, 2006, 2013, 2018 წლებში ჩატარებულია საპროექტო გაძლიერებითი სამშენებლო
სამუშაოები და რეაბილიტირებულია 90-ებში, სამოქალაქო
ომში ხანძრის შემდეგ.
(წყარო: BMG)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss