ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლარი გაუფასურებული ლირის წნეხში არ მოექცევა
25 ოქტომბერი, 2021, 19:35
ლარი გაუფასურებული ლირის წნეხში არ მოექცევა

თბილისი (GBC) - TBC კაპიტალის კვირის მიმოხილვით, ლირა კიდევ უფრო შესუსტდა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გამო. თცბ-მა დაანონსებული 100-ის ნაცვლად (სექტემბერში გაცხადებული)  განაკვეთი 200 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

გარდა ამისა, ლირაზე წნეხი გააძლიერა 10 ქვეყნის ელჩის განცხადებამ, ქვეყნის დატოვების თაობაზე. ლირამ, აშშ დოლართან მიმართებაში დაკარგა თავისი ღირებულება ისტორიულ მინიმუმამდე. ამის მიუხედავად თიბისი კაპიტალი მყარად დგას თავის პოზიციაზე, რომ  ლარი არ მიყვება ლირას, არ გაუფასურდება.

თურქული ვალუტა ქართულს არ ჩაითრევს, ვალუტებს შორის არსებული პოზიტიური კორელაციის გათვალისწინებით. იგულისხმება  2 ფაქტორი. მთლიან იმპორტში თურქეთის წილი და ლარის გამყარების ტრენდი ლირასთან.

ლირა/ლარის კურსი გარკვეულ გავლენას კი ახდენს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბალანსზე, მაგრამ აღსანიშნია, რომ  თურქეთიდან იმპორტი პირველ რიგში სხვა ქვეყნებიდან იმპორტს უწევს კონკრენციას. თურქული იმპორტი არ წაგვლეკავს. ამასთან, სავაჭრო ბალანსი მშპ-ზრდაზეა დამოკიდებული და არა გაცვლით კურსზე.

დასუსტებული ლირა არ იწვევს საქართველოში იმპორტის მატებას. ზრდის მხოლოდ თურქული იმპორტის წილს, რითაც კონკურენციას უწევს სხვა ქვეყნებს და არა ადგილობრვ მწარმოებლებს. ექსპორტში კი, დასუსტებულ ლირასთან ლარის ბმის მიზეზები არ იკვეთება. 

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა  მპ 16%-მდე შეარბილა და დროებით ფაქტორების გასანეიტარლებლად (ფასებზე წნეხი)  წლის ბოლომდე კიდევ შემცირების შესაძლებლობა დაიტოვა. წელს ლირა დოლართან 22%-ით დაეცა. ყველაზე კრიზისული სექტემბერი იყო.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები