| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინკა ბანკს საბანკო ლიცენზია გაუუქმდა -შესაბამისი განკარგულება ეროვნულმა ბანკმა გამოსცა. მიზეზი - ფინკას კრედო ბანკის მიერ შეძენაა. კრედო იმედოვნებს რომ ტრანზაქციის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოში #6-ე ბანკი გახდება.
ამასთან, ეროვნული ბანკის დადგენილებით ფინკას რეზერვები, ყველა სავალუტო საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები კრედოს ბალანსზე გადაირიცხება. მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ფინკას უნარჩუნდება RTGS სისტემის მონაწილის კოდი - როგორც კრედო ბანკის დროებითი კოდი. წლის ბოლომდე კრედო გამოიყენებს ფინკასთვის მინიჭებულ IBAN კოდსაც. სებ-ის განკარგულებაში ვკითხულობთ რომ „კრედო ბანკზე“, როგორც სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ სამართალმემკვიდრე პირზე, უცვლელად უნდა გადავიდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულებები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss