| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – TBC Bank Group PLC (TBC PLC) FTSE 250 ინდექსში 27 ოქტომბრიდან ბრუნდება.
მიზეზი
ბრიტანული Morrison სუპერმარკეტების FTSE 100 ინდექსიდან, სასამართლო სანქციის გამო, გამოვარდნაა.
კომპანიის
ინდექსიდან გამოვარდნამ ცვლილება ასევე ბრიტანულ Darktrace-ზე იქონია, რომელმაც 100-ეულში ჩაანაცვლა, ხოლო Darktrace-ის გადანაცვლებამ კი TBC
PLC FTSE 250-ში დააბრუნა.
TBC PLC FTSE 250 -დან 4 მაისიდან გამოვარდა და FTSE SmallCap ინდექსში გადაინაცვლა (SmallCap
Index რეალურ დროში გამოითვლება და ყოველ წუთში ქვეყნდება).
ის
ბრიტანული Wickes Group –ის Travis
Perkins-დან გამიჯვნის და ფიქსირებული ინდექსების ხელახალი რანჟირების შემდეგ დაზარალდა.
TBC
- ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება, პრემიუმ ლისტინგში
2016 წელს გადაინაცვლა.
TBC PLC-მ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შესვლაზე
2017 წლის ივნისში განაცხადა, რაც ლონდონში
დალისტულ TOP 350-ში მოხვედრას ნიშნავს, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კომპანიებს
შორის.
FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მე-2 უმსხვილესი ინდექსია, რომელიც
აერთიანებს სიდიდით 101-დან 350-მდე კომპანიას.
FTSE SmallCap ინდექსი კი მცირე საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიების
ინდექსია, რომელიც მოიცავს 351-დან და 619-ე მსხვილ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
იხილეთ
მეტი: http://gbc.ge/index.php?newsid=119043
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss