ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
SDG Digital Fair- ის პირველი მცდელობა საქართველოში
25 ოქტომბერი, 2021, 16:24
SDG Digital Fair- ის პირველი მცდელობა საქართველოში

თბილისი (GBC) - მდგრადი განვითარების მიზნების ვირტუალური გამოფენა - SDG Digital Fair 26 ოქტომბერს, 14:00-19:00 საათზე, საქართველოში პირველად გაიმართება. დასწრების მსურველები  უნდა ეწვიონ ვებ-გვერდს http://sdgdigitalfair.com/), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ადგილობრივ კომპანიებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და მათი გამოცდილების გაზიარებას სტარტაპებისთვის, ხოლო მეორე მხრივ დააკავშიროს ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს აქტორები ერთმანეთთან. საბოლოოდ კი წაახალისოს კერძო სექტორის მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. სრულად ციფრული გამოფენა, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი უწევს ორგანიზებას, წარმოადგენს 3D ივენთების ახალ თაობას, რომელიც ზრდის მონაწილეთა ჩართულობის ხარისხს, ეფექტურად აკავშირებს მასში მონაწილე პირებს ერთმანეთთან და მათ აძლევს საშუალებას დაამყარონ ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირები. მაქსიმალურად ზრდის ადამიანური ურთიერთობების შეგრძნებას და აუმჯობესებს მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობას.

SDG Digital Fair 2021 არის პირველი მცდელობა საქართველოში, რომ შესთავაზოს ბიზნესს ურთიერთობის ახალი ფორმატი, რომელიც პანდემიურ და პოსტ პანდემიურ ეპოქაში იქნება მათი დამაკავშირებელი ყველაზე მარტივი, ეფექტური და სწრაფი გზა მსოფლიოს 162 ქვეყანაში მოქმედი ყველა პროფილის ბიზნეს კომპანიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მედია ორგანიზაციებთან. SDG Digital Fair 2021-ში ქართულ, უკრაინულ და შვედურ კომპანიებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი სტარტაპები, სამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები. ფორმატის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ SDG Digital Fair 2021-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს შეუზღუდავი რაოდენობით, ხოლო მასში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ამ ეტაპზე ლიმიტირებულია.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები