| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
ეკონომიკის სამინისტროს
შპს-ებიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პირველია, სადაც საერთაშორისო საფინანსო
ორგანიზაციების ჩართულობით, რეფორმირება იგეგმება.
რეფორმის
დაწყებამდე მსოფლიო ბანკის მიერ მოხდა გაერთიანების სტრუქტურის ანალიზი, რაც კორპორატიული
მართვის მოთხოვნებთან იქნა შედარებული და შესაბამისად, დაიდო დასკვნა.
დასკვნის
დადებით პუნქტებს შორისაა, რომ გაერთიანებას უკვე ჰვყავს სამეთვალყურეო საბჭო, დაკომპლექტებულია
პროფესიული კადრებით და აქვს ის მექანიზმები, რომელიც არის საავიაციო უსაფრთხოების
ხარისხის მართვის, საავიაციო უშიშროების კონტროლის და სახელმწიფო შესყიდვების კონტროლისთვის
საჭირო.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი
თამარ არჩუაძე აცხადებს, რომ პანდემიიდან მიღებული ზარალის მიუხედავად, აღდგენის დინამიკა
სახეზეა და განახლებული პროგნოზებით 2023 წლისთვის იქნებიან უკვე 2019 წლის მაჩვენებლებზე.
„ასე რომ ეს რეფორმა საკმაოდ დროულია“.
მთავრობას
სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი,
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD უწევენ კონსულტაციას.
შეგახსენებთ,
აეროპორტების გაერთიანებამდე კორპორატიზაცია სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მოხდა.
სსე-მ ბიუჯეტს წელს პირველად უნდა გადაუხადოს
დივიდენდი.
გაკოტრებას
გადარჩენილი სახელმწიფო საწარმოები საბოლოო ჯამში ბონდებს გამოუშვებენ, სადაც საპენსიო
დანაზოგები დაბანდდება.
როგორც
ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, საერთაშორისო დაფინანსება რეფორმებზეა მიბმული, ყველა
პუნქტის შესრულება სავალდებულოა, რათა დონორების სახსრები მივიღოთ. როგორც გახსოვთ,
ევროკავშირის €75 მლნ-ის დაკარგვაც ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss