| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ელექტროსისტემის (სსე) შემდეგ, აეროპორტების ჯერია. საგა უნდა რეფორმირდეს, რომ დივიდენდები მპუტანოს ქვეყანას. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მოიაზრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმას, მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სევე როგორც IMF-ი და OECD-ის მთავრობას,ნ სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაციაში ეხმარებიან.
„შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, წარმატებული მაგალითი უკვეა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რომელსაც დამოუკიდებელი ბორდი მართავს OECD-ის სტანდარტებით. საბჭო კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას განაპირობებს.
„ამან მოიტანა შედეგი - პანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა ბანკროტობის პროცედურა. პირველად, მრავალი წლის შემდეგ, გახდა ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც დივიდენდებს გადაუხდის ბიუჯეტს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორ იცით კორპორატიზაციის გზაზე მდგარ კომპანიებს შორისაა საქართველოს ფოსტა, საქართველოს რკინიგზა...
კორპორატიზიით გაკოტრებას გადარჩენილი სახელმწიფო საწარმოები, საპარტნიორო ფონდი რომ მართახდა, ისინიც, ბონდებს გამოუშვებენ, სადაც საპენსიო ფონდის ფულის ჩაიდება.
"მივადგეთ სახელმწიფო საწარმოებს" - მოწოდება ფინანსთა წინა მინისტრს ვანო მაჭავარიანს ეკუთვნის, რომელთან ერთადაც ინიციატივაზე ეკონომიკის მინისტრი მუშაობდა და მუშაობს ფინანსთა ამჟამინდელ მინისტრთან.
რეფორმის არსი არაორდინალურ გამოსავალშია, რაც გულისხმობს სუვერენული გარანტიების ჩამოცილებით, ფასიანი ქაღალდების ემიისიის პერსპექტივას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss