| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2020 წელს, სასტუმროების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 37.3%-ით შემცირდა, ხოლო სასტუმროების საერთო ფართობი 19.6%-ით. ამავდროულად, სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 33.8%-ით დაიკლო. PMCG კვლევის მიხედვით, პანდემიამ, ასევე, შეცვალა სასტუმრო ვიზიტების მიზნის მიხედვით განაწილებაც. 2016- 2019 წლებში, სამედიცინო მიზნით საშუალოდ მთლიანი ვიზიტორების 1.3% სტუმრობდა სასტუმროებს, ხოლო 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 16.2% შეადგინა.
ამ ვიზიტებიდან 90.3% საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, რაც პირდაპირ იხსნება პანდემიის პერიოდში სასტუმროთა საკარანტინე ზონებად გამოყენებით. ამას გარდა, 2016-2020 წლებში რეკრეაცია სასტუმრო ვიზიტების მთავარი მიზანი იყო, მაგრამ 2020 წელს კატეგორიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება, 2019 წელთან შედარებით, სწორედ სარეკრეაციო ვიზიტებში შეინიშნება (75.8%). ამავდროულად, სარეკრეაციო ვიზიტების უმრავლესობა (62.9%) საქართველოს რეზიდენტებზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პანდემიის პერიოდში სასტუმრო ინდუსტრიისთვის შიდა ტურიზმის გაზრდილ როლს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss